ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურა ამბობს, რომ სამთავრობო და ოპოზიციის მხარდამჭერმა ძალებმა უნდა შეწყვიტონსროლა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საომარ ზონაში სამოქალაქო პირების დახმარების საშუალება მისცენ. განსაკუთრებით კი ეს მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ გოუთას ზონას ეხება.

მისტურამ გუშინ, ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია "არ დანებდება" და გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 30-დღიანი შეთანხმების იმპლემენტაციას.

"ჩვენ არ გვაქვს დანებების ფუფუნება, ჩვენ მიზანდასახულად ვეცდებით დაწყებული საქმის გაგრძელებას, თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ განმეორდება ის, რაც ალეპოში მოხდა", ამბობს მისტურა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG