ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ჩრ. კორეის მიერ კიბერ-თავდასხმებით და თაღლითობით დიდძალი ფულის მოპარვაზე საუბრობს


გაეროს კონფიდენციალური ანგარიში ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ კიბერთავდასხმების გამოყენებით მილიონობით დოლარი მოიპარა და ეს თანხა საკუთარი ბირთვული პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყენება. ანგარიში ამბობს, რომ მოპარული ფული ასევე მოხმარდა ბალისტიკური რაკეტების პროგრამას, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

ანგარიში მედიას სამშაბათს ფარულად გაუზიარეს. გაერო აცხადებს, რომ 2020 წელს, მიუხედავად არაერთი საერთაშორისო სანქცისაა, ჩრდილოეთ კორეამ მოახერხა საკაუთარი ბირთვული დაა სარაკეტო პროგრამების განვითარება.

ანგარიშში გაეროს ერთ-ერთ წევრი ქვეყნის წარმომადგენლის ციტატაა მოყვანილი, რომელიც ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო პროგრამების გასაფართოებლად 2020 წელს 300 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი თანხა დახარჯა, რომელიც კიბერ თავდასხმების ან ონლაინ თაღლითობის მეშვეობით იყო მოპარული.

ანგარიში ხაზს უსვამს ახალ ბალისტიკურ რაკეტას, რომელიც ფხენიანის მიერ ბოლო პერიოდში მოწყობილ რამდენიმე სამხედრო აღლუმზე იყო წარმოდგენილი. გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს რაკეტა საკმაოდ დიდი და მძლავრია იმისთვის, რომ მან ბირთვული ქობინის გადატანა შეძლოს და პოტენციურად შეერთებული შტატების ტერიტორიასაც მისწვდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG