ჟენევაში მდებარე გაეროს შენობა, რამდენიმე საათის განმავლობაში, დაკეტილი იყო.
„გაცნობებთ, რომ ერთა სასახლეში არსებული პრობლემა ახლა გადაჭრილია. ყველა შესასვლელი კვლავ გაიხსნა,“ - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
მოგვიანებით, პრეს-მდივანმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ჩაკეტვა პარასკევ დილით, „პერიმეტრზე შეჭრის“ გამო მოხდა.
ერთა სასახლეში განთავსებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო და ის დიპლომატებისთვის, ჰუმანიტარული მუშაკებისთვის და სახელმწიფო ოფიციალური პირებისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს.