ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო


ტრამპის ადმინისტრაციამ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება პირველად გამოიყენა. შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს გაეროს რეზოლუცია დაბლოკა, რომელიც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობის ამერიკულ ინიციატივას უარყოფს. უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

თეთრი სახლის ადმინისტრაციას გაეროში ვეტოს უფლება 6 წელია, არ გამოუყენებია. "ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერცერთი ქვეყანა ვერ ეტყვის, თუ სად განათავსოს საკუთარი საელჩო" - უთხრა საბჭოს წევრებს გაეროში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ.

XS
SM
MD
LG