ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსების აღკვეთაზე მუშაობს


გაეროს უშიშროების საბჭომ თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯი გადადგა და მსოფლიო თანამეგობრობას დაჯგუფებისთვის დაფინანსების გზების გადაკეტვა სთხოვა.

დაჯგუფების დაფინანსების ძირითადი წყარო მოპარული ნავთობის გაყიდვიდან მიღებული ასობით მილიონი დოლარია. ამასთან, ისლამისტები გატაცებული ადამიანების გამოსასყიდი თანხებით და ადგილობრივი მოსახლეობისგან გამოძალივით მნიშვნელოვან კაპიტალს აგროვებენ.

გაერო იმედს იტოვებს, რომ დაჯგუფების დაფინანსების გზების მიზანში ამოღება ისლამისტებს მნიშვნელოვნად გაურთულებს მებრძოლების დაქირავებისა და ბრძოლისთვის საჭირო მარაგის ყიდვის შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG