ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: 2018-ში სათბურის აირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა


ატმოსფერული ნახშირორჟანგი (CO2) დედამიწაზე სწრაფად იზრდება. გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მათ კლიმატური ცვლილებების გამომწვევი სათბურის აირების რეკორდული სიჩქარით ზრდა დააფიქსირეს. ჯერჯერობით აღნიშნული ზრდის "არათუ შემცირების, არამედ შენელების არანაირი ნიშანი არ ჩანს" - აცხადებს მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია.

ყოველწლიური ანგარიში ორშაბათს, 25 ნოემბერს გამოქვეყნდა, მომავალ თვეში, მადრიდში დაგეგმილი კლიმატური სამიტის წინ. ანგარიშის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს, პლანეტაზე ტემპერატურა 21-ე საუკუნეში მაინც გაიზრდება.

"გრძელვადიანი ზრდის ტენდენცია იმას ნიშნავს, რომ მომდევნო თაობებს მოუწევთ კლიმატური ცვლილებების მკაცრ შედეგებთან გამკლავება, მათ შორის, მზარდ ტემპერატურასთან, უფრო ექსტრემალურ ამინდთან, ზღვის დონის მატებასთან, წყლის რესურსების შემცირებასთან, ზღვის და ხმელეთის ეკოსისტემების რღვევასთან" - ნათქვამია ანგარიშის დასკვნით ნაწილში.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ დედამიწაზე ნახშირორჟანგის ფარდობის მსგავსი კონცენტრაცია ბოლოს 3-5 მილიონი წლის წინ დაფიქსირდა - აღნიშნავს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი პიტერ ტაალსი. მისი თქმით, მაშინ დედამიწაზე ტემპერატურა 5 გრადუსით მეტი იყო და ზღვის დონეებიც დღევანდელთან შედარებით, დაახლოებით 20 მეტრით მაღალი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG