ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით საგანგებო სესია გამართავს


ხუთშაბათს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია გაიმართება. შეკრების მიზეზი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ ამერიკის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციაა.

ეს შეხვედრა გაეროში პალესტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა რიად მანსურმა მოითხოვა. ის იმედოვნებს, რომ რეზოლუციას „მტკიცე მხარდაჭერა“ ექნება.

შეერთებული შტატების გადაწყვეტილების წინააღმდეგ რეზოლუცია ეგვიპტემ მოამზადა, საბჭოს 14 წევრის მხარდაჭერის მიუხედავად, ორშაბათს ამერიკამ ვეტოს უფლება გამოიყენა.

XS
SM
MD
LG