ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპაციის ათი წელი-შეხვედრა გენერალურ საკონსულოში


ოკუპაციის ათი წელი-შეხვედრა გენერალურ საკონსულოში
ოკუპაციის ათი წელი-შეხვედრა გენერალურ საკონსულოში

რუსეთის სამხედრო აგრესიასა და საქართველოს ოკუპაციის 10 წლის შესახებ საქართველოს გენერალურ საკონსულოში ნიუ-იორკში ისაუბრეს. საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა უცხოელი დიპლომატები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები მიიწვია. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ნიუ-იორკში აკრედიტებული დიპლომატიური უწყებების პირველ პირებს - პოლონეთის, ავსტრიის, საუდის არაბეთის, ესტონეთის, სერბეთის საკონსულოებიდან რუსეთის აგრესიის შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიუ-იორკში დიანა ჟღენტმა მიაწოდა. სტუმრებს აგვისტოს ომის ტრაგიკულ შედეგებზე და მავთულხლართების პოლიტიკაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული ფილმი და ფოტო-მასალა უჩვენეს.

დიანა ჟღენტი: საკონსულომ გადაწყვიტა, რომ ქართულ დიასპორასთან და ამერიკელ მეგობრებთან ერთად აღენიშნა საქართველო- რუსეთის ომის ათი წლისთავი და მიეწოდებინა ჩვენი პარტნიორებისთვის და ამერიკელი მეგობრებისთვის უფრო სრული ინფორმაცია იმ სიტუაციაზე, რომელიც რეალურად არსებობს ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ, რუსულ მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენი დღევანდელი ეს შეხვედრაც ამას ისახავდა მიზნად- გაგვეხსენებინა ის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის დამოუკდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლას.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში დაწყებულ სამხედრო ინტერვენციას თბილისში ევროპული ქვეყნების პირველი პირების ჩამოსვლა და აგრესიის წინააღმდეგ ცოცხალი კედლის აღმართვა მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი იყო პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომლის ღვაწლი საქართველოს გენერალურ საკონუსლოში მოსულმა პოლონეთის გენერალურმა კონსულმა კამილ ჰენემ გაიხსენა.

კამილ ჰენე: პრეზიდენტი კაჩინსკი ჩავიდა საქართველოში და დაიწო რუსეთთან აქტიური მოლაპარაკება საქართველოს შესახებ და ასევე, სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, რომ გამოეხატათ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს აქ ჩემი თქვენდამი მხარდაჭერის გამო მოვედი.

სერბეთის გენერალურმა კონსულმა მირიანა ჟივკოვიჩმა არ უარყო, რომ მის ქვეყანას რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვს. თუმცა, მავთულხლართებით შეცვლილი საზღვრები მისთვის მიუღებელია.

მირიანა ჟივკოვიჩი: თანაგრძნობას ვუცხადებ ქართველ ხალხს ამ მოვლენების გამო. რამდენიმე დღის წინ, სტატიას გავეცანი, სადაც საუბარი იყო ერთ ღამეში მავთულხლართებით შეცვლილი საზღვრების შესახებ. ეს ახლა ხდება და არა 10 წლის წინ. ასეთი ქმედებები უნდა შეწყდეს! ეს არ უნდა ხდებოდეს. არა მგონია გაერო შესაბამისად მოქმედებდეს. მე ძალიან შეძრწული ვარ ამით. საინტერესო იყო მიღებული ინფრომაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საერთაშორისო დონეზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და საკუთარ სახლებში იძულებით დაშორებული ადამიანები დააბრუნოს.

ქართული დიასპორა რუსულ აგრესიას ნიუ-იორკში რუსეთის გენერალური საკონსულოს წინ საპროტესტო აქციით უპასუხებს. აქციის ორგანიზატორი, "თვისტომის" დამფუძნებელი ნიკა ჩხეიძე საუბრობს:

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე. ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. საქართველოს ხელისუფლებაზე და საქართველოს ემირგაციაზე ლომის წილია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში, ჩვენი მიზანია, რომ სხვადახვა ქვეყნებში არსებულ სათვისტომოებთან ერთად უფრო გავააქტიურდეთ.

რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესო აქციები აქამდე გაეროს შენობის წინ იმართებოდა, თუმცა ორგანიზატორები ამბობენ, რომ გაეროსთან პრეტენზიები და მოთხოვნები არ აქვთ. მთავარი პრობლემა რუსეთია, რომელსაც მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG