ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო თურქეთში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია


გაერო თურქეთში არსებული საგანგებო მდგომარეობითა და მასობრივი დაპატიმრებებით შეშფოთებულია

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, თურქეთში საგანგებო მდგომარეობის განახლებისა და მასობრივი დაპატიმრებების გამო შეშფოთება გამოთქვა.

ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა თქვა, რომ ტერორის აღკვეთა ადამიანის უფლებების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

თურქეთის მედიის წარმომადგენლების დაკავების შესახებ ზეიდის განცხადებით: „ჟურნალისტიკა თურქეთში დანაშაული არ არის, ეს ის საკითხია, რომელსაც მთავრობა ღრმა ყურადღებით უნდა მიუდგეს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG