ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიდერები კლიმატის ცვლილებაზე პარიზის შეთანხმების ხელმოსაწერად შეიკრიბნენ


ნიუ-იორკი, 22 აპრილი, 2016
ნიუ-იორკი, 22 აპრილი, 2016

დღეს, ნიუ იორკში, 170 ქვეყნის ლიდერი, კლიმატის ცვლილებაზე პარიზის შეთანხმების ხელმოსაწერად იკრიბება. ამ საკითხზე პირველი მოლაპარაკებები ოთხი თვის წინ შედგა.

გაეროს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პარასკევის ხელმოწერის ცერემონია დიპლომატიის სამყაროში პირველი იქნება, როცა ასეთ შეთანხმებას ამდენმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

შესაძლოა ხელმოწერის ცერემონიამ ამ შეთანხმების დანერგვის პროცესი დააჩქაროს და ის თავდაპირველად დათქმულ საბოლოო ვადამდე, 2020 წლამდე, ბევრად ადრე მოხდეს.

შეერთებულ შტატებს ამ ცერემონიაზე სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG