ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუტერეში ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს


გაეროს გენერალურმა მდივანმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ კრიტიკულ ურთიერთობას.

"მან მიულოცა არჩეულ პრეზიდენტს და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და გაეროს შორის პარტნიორობა, საერთაშორისო თანამშრომლობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საყრდენია" - თქვა ანტონიო გუტერეშის სპიკერმა.

სპიკერის ინფორმაციით, ორგანიზაციასა და არჩეული პრეზიდენტის გუნდს შორის, პირდაპირი კონტაქტი ჯერ არ შემდგარა.

გუტერეშმა, გაეროს გენერალური მდივნის პოსტი, სამი კვირით ადრე დაიკავა, ვიდრე დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართებოდა. გუტერეში ცდილობდა, ორგანიზაციის უმსხვილეს დონორ ქვეყანასთან, აშშ-თან უერთიერთობა მოეწესრიგებინა, თუმცა ეს ყოველთვის მარტივი არ იყო.

"ტრამპის დიპლომატიურმა ვანდალიზმმა დიპლომატები და უცხოელი ლიდერები ძალაგამოცლილი და საგონებელში ჩავარდნილი დატოვა" - აცხადებს რიჩარდ გოუანი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის გაეროს საკითხების დირექტორი.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის სააგენტოებს დაფინანსება ასობით მილიონი დოლარით შეუმცირდა.

ტრამპის ადმინისტრაცის გადაწყვეტილებით, აშშ-მა დატოვა იუნესკო და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, შეწყვიტა გაეროს მოსახლეობის ფონდის და ზოგიერთი სამშვიდობო მისიის დაფინანსება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG