ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენმდივანი ქაბულში დაუგეგმავად ჩავიდა


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი ავღანეთში დაპირისპირებულ მხარეებს თანამშრომლობისკენ და სისხლიანი კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.

გუტიერესი ქაბულში დაუგეგმავი ვიზიით დღეს ჩავიდა და ავღანელ ლიდერებს შეხვდა. მისი განცხადებით, გაერო ავღანეთს ამ მზიმე პერიოდში გვერდით უდგას. ის ასევე ესტუმრა ბანაკებს, სადაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებული 800 000-ზე მეტი პირი იმყოფება.

„საერთაშორისო საზოგადოება, მეზობელი სახელმწიფოები, ყველა ვინც კი ავღანეთში არსებულ კრიზისთან არის დაკავშირებული მოლაპააკების მაიგდასთან უნდა დასხდეს და მოძებნოს პოლიტიკური გამოსავალი, ჩვენ ერთად უნდა დავამყაროთ მშვიდობა“, - განაცხადა გუტიერესმა ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ.

იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის ბევრი ქალია, რომლებმაც გაეროს გენერალურ მდივანს მთავარ პრობლემებად უსაფრთხოებისა და უმუშევრობის საკითხები დაუსახელეს. მათი წუხილის მთავარი საგანი იიყო ასევე ბავშვებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG