ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო იემენზე საჰაერო თავდასხმის გამოძიებას ითხოვს


საერთაშორისო ორგანიზაციები გუშინ იემენში მომხდარ თავდასხმას გმობენ და მხარეებს ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ.

საუდის არაბეთის საჰაერო ძალებმა თავდასხმა განახორციელეს იემენის ჰუთ ამბოხებულთა წინააღმდეგ. ამ უკანასკნელთა ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, 77 კი დაშავდა. მათ შორის ბევრი ბავშვია. ჰუთების თქმით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ის ავტობუსი იყო, რომელსაც ბავშვები საზაფხულო სკოლის პიკნიკზე მიჰყავდა.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში თავდასხმის "დაუყოვნებლივ და დამოუკიდებელ გამოძიებას" მოითხოვს. ჰუთ მებრძოლთა ლიდერი კი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერდა, რომ ისინი მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ. თავდასხმა შეაფასეს გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის ხელმძრვანელებმაც და მას იემენის ომის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შემთხვევა უწოდეს.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედ კოალიციას, რომელიც ჰუთებს უპირისპირდება. ამ უკანასკნელთ კი ირანი უჭერს მხარს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს გამოძიების სჯერა და ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG