ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ჩრდილოეთ კორეიასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავს


ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდა
ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდა

გაეროს უშიშროების საბჭო, ჩრდილოეთ კორეის საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო შეხვედრას გამართავს. აშშ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ფხენიანმა კვირა საღამოს, რაკეტა გამოცადა, რომელსაც შესაძლოა უფრო დიდი ტერიტორიის დაფარვა შეეძლოს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, მათ გამოცადეს რაკეტა, რომელსაც შეუძლია „მსხვილი ბირთვული ქობინის“ გადაზიდვა. ჩრდილოეთ კორეის თქმით, რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

მომხდარს გამოეხმაურა და ჩრდილოეთ კორეის ქმედებები დაგმო რუსეთმა. პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიო ლიდერებმა „უნდა შეწყვიტონ ჩრდილოეთ კორეის დაშინება და მშვიდობიანად გადაწყვიტონ პრობლემა“.

თეთრი სახლის განცხადებით, მომხდარმა, უნდა განაპირობოს მსოფლიოს ქვეყნების მობილიზაცია „ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ“ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების“ მიზნით.

გაერომ ჩრდილოეთ კორეის წინააღდეგ სანქციები 2006 წელს მიიღო და მას შემდეგ რამდენჯერმე გაამკაცრა, კომუნისტური ქვეყნის მიერ ხუთი ბირთვული ტესტის და ორი გრძელი რადიუსის რაკეტის გაშვების საპასუხოდ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG