ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ახალი რეზოლუცია შიდსის გავრცელების წინააღმდეგ


გაეროს ახალი რეზოლუცია შიდსის გავრცელების წინააღმდეგ
გაეროს ახალი რეზოლუცია შიდსის გავრცელების წინააღმდეგ

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად მიიღო ახალი რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობისგან კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ ვითარებაში შიდსისა და ადამიანის იმუნური დეფიციტის გამომწვევი ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარგარეტ ბეშირი იუწყება, რომ გუშინ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია წინ უძღვება შიდსთან დაკავშირებულ გაეროს მაღალი დონის სამდღიან შეხვედრას, რომელიც დღეს გაიხსნა.

მას შემდეგ რაც 30 წლის წინ ექიმებმა ადამიანის იმუნური დეფიციტის გამომწვევი ვირუსი აღმოაჩინეს, დაავადებას 25 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამშაბათს უშიშროების საბჭოში გამართული დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილებული იყო გაეროს მშვიდობისმყოფელთა მისიებზე, რომელმაც შიდსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

როგორც ცნობილია, გაეროს მშიდობისმყოფელთა ძალები 122,000-ზე მეტ სამხედრო, პოლიციელ და სამოქალაქო მშვიდობისმყოფელს აერთიანებს. დისკუსიაში მონაწილეობდა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელებისთვის შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო მომზადების გავლა სავალდებულოა.

გენერალური მდივნის ცნობით, 1,500-ზე მეტი მშვიდობისმყოფელი შიდსით დაავადებულებს კონსულტაციებს უწევს. ამას გარდა, გაეროს მშვიდობისმყოფლეთა მზარდი რიცხვი შიდსით დაავადებულებს ნებაყოფლობითი კონსულტაციებისა და ანალიზების ჩატარებას სთავაზობს.

„ჩვენი მშვიდობისმყოფელები ომით ტრავმირებულ პირებს დახმარებას უწევენ რათა ისინი ამ დაავადებისგან არ დაზარალდნენ. ყოველივე ეს სავსებით შეესაბამება საბჭოს მიერ მშვიდობისმყოფელებისთვის მიცემულ ზოგად დავალებას, რომელიც სქესობრივი და სექსუალური ძალადობის აღკვეთასა და ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვას ითვალისწინებს,“ განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა.

XS
SM
MD
LG