ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგანგებო მდგომარეობის ალბათობა უკრაინაში


ოპოზიცია ადრეულ არჩევნებს, დაპატიმრებულ აქციონერთა გათავისუფლებას და დემონსტრაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვს

უკრაინაში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის იუსტიციის მინისტრი -ოლენა ლუკაში- ავრცელებს.

სატელევიზიო გამოსვლაში მინისტრმა აღნიშნა, რომ თუკი დემონსტრანტები სამინისტროს შენობას არ დატოვებენ და მას ხელისუფლებას არ დაუბრუნებენ, ის პრეზიდენტს ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტას მოსთხოვს. იუსტიციის სამინისტროს შენობაში კვირას დემონსტრანტები შევიდნენ.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მიმდინარე მოლაპარაკებებზე პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მათ მაღალი პოსტები შესთავაზა: არსენი იაცენიუკს - პრემიერ-მინისტრის პორტფელი, ვიტალი კლიჩკოს კი - ვიცე-პრემიერის. იაცენიუკმა კიევში გამოსულ დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ ეს შეთავაზება საკმარისი არ არის, რომ ოპოზიციას პოლიტიკური პასუხისმგებლობის არ ეშინია და მზად არის დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ოპოზიცია ადრეულ არჩევნებს, დაპატიმრებული აქციონერების გათავისუფლებას და დემონსტრაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG