ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ფოტოჟურნალისტი მოკლეს


უკრაინაში ფოტოჟურნალისტი მოკლეს

კიევში გაზეთ " უკრაინიან ვიკლი 2000"-ის კორესპოდენტი ვიტალი როზვადოვსკი დანით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ამოუცნობმა პირმა თავდასხმა მაშინ განახორციელა, როდესაც ჟურნალისტი შენობაში შედიოდა. ოფიციალური პირების განცხადებით, მკვლელობა არ უკავშირდება როზვადოვსკის პროფესიულ საქმიანობას. მედიის უფლებების დაცვის ორგანიზაცია, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ითხოვს მკვლელობის დეტალურ გამოძიებას. მისივე განცხადებით, უკრაინა პრესის თავისუფლების მხრივ ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა და ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათობას არ წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG