ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტებმა უკრაინელ ჟურნალისტს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ჟურნალისტ სტანისლავ ასეიევს, რომელიც "რადიო თავისუფლების" ფრილენსერიცაა, 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვიტილება დონეცკის რეგიონში რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ დაარსებულმა სასამართლომ მიიღო.

ჟურნალისტს ჯაშუშობაში, ექსტრემიზმსა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ საჯარო მოწოდებაში ედება ბრალი. ინფორმაცია სეპარატისტების საინფორმაციო სააგენტო DAN-მა გაავრცელა.

ასეიევი, რომელიც სტატიებს სტანისლავ ვასინის სახელით აქვეყნებდა, უკრაინაში, დონეცკის რეგიონში 2017 წლის 2 ივნისს გაუჩინარდა. მას შემდეგ ის სეპარატისტებს ჰყავდათ დაკავებული.

"ბრალდება, რომელიც სტანისლავ ასეიევს აქვს წაყენებული, აგვისტოს თვითაა დათარიღებული, თუმცა საჯარო მხოლოდ დღეს გახდა და ის დასაგმობია", განაცხადა რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ.

"სტასი ჟურნალისტია და მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ ცნობიერება აემაღლებინა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსების მხარდაჭერილი სეპარატისტები დონეცკში ცდილობენ ჩაახშონ მისი ძლიერი, დამოუკიდებელი ხმა. სტასი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", დაამატა ფლაიმ თავის განცხადებაში.

30 წლის ჟურნალისტი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც დონეცკში მუშაობას მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც მმართველობა სეპარატისტების ხელში გადავიდა.

2018 წლის აგვისტოში, ამერიკის კონგრესის პრესის თავისუფლების ორპატიულმა ჯგუფმა ასეიევის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა. მაშინ ის დაახასიათეს, როგორც "ერთ-ერთი იმ რამოდენიმე ჟურნალისტს შორის, ვინც სეპარატისტების კონტოლირებად რეგიონში დარჩა, რათა ობიექტური ამბები გაევრცელებინა".

ჟურნალისტის გათავისუფლებას ივლისში ითხოვდა რესპუბლიკელი სენატორი ფლორიდიდან, მარკო რუბიოც.

მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ასევე შეშფოთება გამოხატა მომხდარის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG