ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილება


დღეს უკრაინის პარლამენტმა უარი თქვა, მიეღო კანონი, რომელიც ციხიდან გაათავისუფლებდა ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს

უკრაინის პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება, ხელი არ მოეწერათ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე, რომელიც განამტკიცებდა ურთიერთობას ევროკავშირთან, ეკონომიკურ ნიადაგზე იქნა მიღებული.

თუმცა პარასკევს, მიკოლა აზაროვმა პარლამენტს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ ცვლის უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიას.

ხუთშაბათს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ დროებით აჩერებდა ევროკავშირთან ვაჭრობის და თანამშრომლობის ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერისათვის მზადებას. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა იმავე დღეს პარლამენტმა უარი თქვა, მიეღო კანონი, რომელიც ციხიდან გაათავისუფლებდა ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს.

ყოფილი პრემიერის გათავისუფლება, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის წაყენებული სავალდებულო წინაპირობა იყო ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად.
XS
SM
MD
LG