ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლვოვში საბჭოთა სიმბოლიკა იკრძალება


უკრაინელმა ნაციონალისტებმა კომუნისტებს „დიდების ბორცვზე“ მეორე მსოფლიო ომის მოვლენებისადმი მიძღვნილი მემორიალის წითელი დროშებით შემკობა აუკრძალეს

შარშან, ლვოვში, უკრაინელმა ნაციონალისტებმა კომუნისტებს „დიდების ბორცვზე“ მეორე მსოფლიო ომის მოვლენებისადმი მიძღვნილი მემორიალის წითელი დროშებით შემკობა აუკრძალეს.

წელს ლვოვში საჯარო ადგილებში საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება აიკრძალა. ეს ზომა ბალტიისპირეთის, საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის დიდი უმრავლესობისთვის კარგად ნაცნობი ტაქტიკაა. მოლდოვაში კი ანალოგიური აკრძალვები ოქტომბერში შევა ძალაში.

ლვოვის ოპერის თეატრის წინ, იქ სადაც მანამდე ლენინიის ძეგლი იდგა, ახლა შადრევანია.

არაერთ სხვა ადგილას კი შადრევნები ახლა უკრაინელი ნაციონალისტების გმირის და ანტი-საბჭოთა ორგანიზაციის ლიდერის - სტეფან ბანდერას ქანდაკებამ ჩაანაცვლა.

სერგი კუდალია ლვოვში პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორია.
მისი აზრით ძეგლებს უკრაინაში ეროვნულ გმირებს უდგამენ, იმ ხალხს ვინც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა.

ლვოვში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა საპატივსაცემოდ არსებულ ხსოვნის პარკში სხვადასხვა დროს მისულმა სტუმრებმა კომუნისტური სიმბოლიკა ჩამოხსნეს საბჭოთა ჯარისკაცების ქანდაკებებს.

თუმცა, ამ დროს მოსკოვში, ლენინის 93 ქანდაკება და ბიუსტი ჯერ კიდევ დგას. რუსების დიდი ნაწილის გადასახედიდან-საბჭოთა კავშირი პროგრესის მამოძრავებელ ძალად აღიქმება.

მოსკოველი ალექსანდერე ლენინის განსახიერებით ართობს ტურისტებს და ეს მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

ის ფიქრობს, რომ საბჭოთა პერიოდში, უკრაინა ძალიან განვითარდა-როგორც ეკონომიკურად ისე კულტურულად. უკრაინა იყო ერთერთი საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის, რომელმაც საბჭოთა კავშირის შექმნას გაუკვალა გზა. ამიტომაც, ფიქრობს ის - საბჭოთა კავშირის არსებობის წლები უკრაინისთვის მხოლოდ განვითარების და სარგებლის მომტანად შეიძლება აღვიქვათ.

ლვოვში არსებული ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი ტარას ვოზნიაკი ფიქრობს, რომ რუსები იმპერიულ წარსულს ვერ ივიწყებენ.

„რუსეთი დღემდე საკუთარ თავს რუსეთის იმპერიის ან საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ ხედავს. უკრაინას კი არანაირად არ მიაჩნია რომ საბჭოთა კავშირის ტრადიციების გამგრძელებელი უნდა იყოს.“

ცოტა ხნის წინ კრემლმა უკრაინაში, საბჭოთა კავშირის ნაცისტებისადმი დაუმორჩილებლობის თემაზე გადაღებული კინოსურათი დააფინანსა. ამ სურათის სახელწდებაა „მატჩი“. უკრაინელი ნაციონალისტები უკვე შეეცადნენ ეს კინოსურათი დაებლოკათ, რადგან ფილმში უკრაინელი რესპონდენტები ნაცისტების მოკავშირეებად არიან გამოყვანილი.

ლვოვის ყოფილი მერი ვასილი კუიბიდა ამბობს, რომ 1930 იანი წლების შიმშილობა, სხვანაირად ჰოლოდომორი საბჭოთა სისტემის შედეგი იყო და სინამდვილეში ისეთი სასტიკი გავლენა ქონდა მოსახლეობაზე როგორც ნაცისტების მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში.

„მარტო ჰოლოდომორის დროს, 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა, ამბობს კუიბიდა. უფრო მეტი ადამიანი დააკავეს, სიკვდილით დასაჯეს ან ციმბირში გადაასახლეს. უკრაინელები ამ მოვლენას დანაშაულად აღვიქვამთ, რომელიც ლენინისა და სტალინის რეჟიმმა მოაწყო.“

რუსები კი თავის მხრივ ამბობენ, რომ ბევრი დასავლეთ უკრაინელი მოქალაქე პირიქით ფაშიზმის მისამართით გამოხატავს სიმპატიებს.

შარშან ლვოვშივე მოეწყო საგანგებო აღლუმი, რომელიც ნაციონალისტების პარტია სვობოდას ინიციატივით ჩატარდა. სვობოდა ამჟამად ლვოვის მუნიციპალურ ხელსუფლებას აკონტროლებს.

სავარაუდოდ, აღნიშული პარტია უკრაინის მომავალი საპარლამენტო არჩევნების ხმების გარკვეულ რაოდენობას მიიღებს. არჩევნები ოქტომბერში იგეგმება.
XS
SM
MD
LG