შეერთებული შტატები რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. პრეზიდენტ ობამას მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, საბანკო ოპერაციებისკენ მიმართული და რუს კორპორატიულ პირებზე დაწესებული ახალი სანქციები წინა შეზღუდვებს ეყრდნობა და უშუალოდ პუტინის ვიწრო წრის წევრებზე ვრცელდება.
„მიზანი პირადად პუტინის წინააღმდეგ წასვლა არ არის. მის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედების რუსულ ეკონომიკაზე ზემოქმედების შედეგის გათვლა უნდა შევცვალოთ და დავეხმაროთ მას იმის გაგებაში, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაში მოქმედებაა საჭირო და არა მხოლოდ ლაპარაკი“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
რა ხდება თავად უკრაინაში: ქვეყნის მეორე ყველაზე დიდი ქალაქის -ხარკოვის- მერი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამთავრობო წყაროების ცნობით, გენადი კერნესს უცნობმა სნაიპერმა ესროლა და ის ზურგშია დაჭრილი. კერნესი უკრაინაში დაწყებულ პროდასავლურ მოძრაობას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა აცხადებდა, რომ მხარს არც პრორუს სეპარატისტებს უჭერდა, რომლებიც უკრაინისგან დამოუკიდებლობას აცხადებდნენ. დღესვე სეპარატისტები სამთავრობო შენობას კიდევ ერთ ქალაქში -კონსტანინოვში- დაესაკუთრნენ. კვირას კი უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლუგანსკში პრორუსმა სეპარატისტებმა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გამოცხადეს.