ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყდა


გაზპრომმა უკრაინისგან 4.5-მილიარდიანი დავალიანების ამოსაღებად საჩივარი სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა

რუსეთმა უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. კიევმა ორშაბათს დათქმული ვადისთვის 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დავალიანების გადახდა ვერ შეძლო. გაზპრომი, რუსეთის ენერგოგიგანტი აცხადებს, რომ მომავალში უკრაინამ გაზის საფასური წინასწარ უნდა გადაიხადოს. დღეს გაზპრომმა უკრაინისგან 4.5-მილიარდიანი დავალიანების ამოსაღებად საჩივარი სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.

რუსული ბუნებრივი აირი უკრაინის გავლით ევროპის სხვა ქვეყნებსაც მიეწოდება. გაზპრომის სპიკერის განცხადებით, უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა ევროპელ მომხმარებლებს არ შეეხება და შეფერხების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაფტოგაზს, უკრაინის სახელმწიფო კომპანიას დაეკისრება.
XS
SM
MD
LG