ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევში საპროტესტო აქცია დაარბიეს


დაღუპულია ხუთი დემონსტრანტი, პოლიციის და აქციის მონაწილეთა მხრიდან 100- მა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო

კიევში საპარლამენტო შენობის წინ პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, როდესაც სამართალმდაცავებმა დემონსტრანტების შეჩერება სცადეს.

თვითმხილველთა განცხადებით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით უპასუხეს. თვითმხილველთა განცხადებით, ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ექიმები დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. ორივე მხრიდან 100-მდე ადამიანს სხეულის სერიოზული დაზიანება აღენიშნება.

უკრაინელი დემონსტრანტები რამდენიმე თვეა ვიქტორ იანუკოვიჩის გადაგომას ითხოვენ, რისი მიზეზიც ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტის მიერ ევროკავშირთან ჩაშლილი სავაჭრო ხელშეკრულება გახდა. მაშინ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა რუსეთთან კავშირების სანაცვლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა.

გუშინ რუსეთის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი უკრაინას ეკონომიკის გაძლიერების მიზნით 2 მილიარდი დოლარით დაეხმარება.

ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვის მიერ ევრობონდის შესყიდვა იმ სამ მილიარდ დოლარს დაემატა, რომელიც რუსეთმა გასულ წელს შეიძინა. ეს თანხები იმ 15 მილიარდიანი სესხის ნაწილია, რომლის გადაცემასაც რუსეთი უკრაინას შეპირდა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG