ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მთავრობამ მარიუპოლი დაიბრუნა


თუკი მოსკოვი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას შეეცდება, ამერიკა სანქციებს ისევ გაამკაცრებს - ჯონ კერი

უკრაინის ხელისუფლება ანტიტერორისულ ოპერაციას აგრძელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ მარიუპოლში სამთავრობო ძალებმა სამთავრობო შენობიდან პრორუსი სეპარატისტები განდევნეს. ბრძოლები ღამით გაიმართა და გამთენიისას უკრაინის უსაფრთხოება შენობაში შევიდა.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, უკრაინის მთავრობა 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გეგმებს არ ცვლის. შეერთებული შტატების მდივანმა -ჯონ კერიმ- სამშაბათს განაცხადა, რომ თუკი მოსკოვი არჩევნების ჩაშლას შეეცდება, ამერიკა სანქციებს ისევ გაამკაცრებს, რაც რუსეთის ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო შეაფერხებს. სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიმდინარე შეტაკებების გამო უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

პარალელურად, უკრაინის ცენტრალური ბანკის ცნობით, დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყანას 3 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა გადაურიცხა. ეს დაპირებული 17-მილიარდიანი სესხიდან დახმარების პირველი ტრანშია.
XS
SM
MD
LG