ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის შეთავაზება კიევისადმი ძალაშია


ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ რუსეთი უკრაინაზე ზეწოლის გამო გააკრიტიკეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში, მომიტინგეებს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. უკრაინის დედაქალაქში ათობით ათასი ადამიანი ორი დღეა ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესის შეჩერებას აპროტესტებს.

კიევის ცენტრალურ მოედანზე აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთშაბათს მთავრობამ განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების შეჩერებაზე გააკეთა. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ რუსეთი უკრაინაზე ზეწოლის გამო გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ევროკავშირის შეთავაზება კვლავ ძალაშია. რუსეთს რამდენიმე თვეა, რაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ წნეხში ადანაშაულებენ, რომელიც უკრაინის ნავთობმომარაგებასაც მოიცავს.

„ბი-ბი-სის“ ცნობით, დემონსტრაციაზე 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ცრელმსადენი გაზის გამოყენება აუცილებელი იყო, ვინაიდან დემონსტრანტთა ერთი ნაწილი შეეცადა სამთავრობო შენობის ირგვლივ მოწყობილი პოლიციის კორდონი გაერღვია. რამდენიმე კილომეტრში გამართულ მთავრობის გადაწყვეტილების მხარდამჭერთა აქციაზე მისულთა რიცხვი საშუალოდ 10 ათასს შეადგენდა.
XS
SM
MD
LG