ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა მარიუპოლი აიღეს


პრორუსული მეამბოხეების განცხადებით, მარიუპოლისთვის ბრძოლაში ხუთი სეპარატისტი დაიღუპა

უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა დონეცკის რეგიონში მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი აიღეს, რომელიც უკრანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ პარასკევს ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა აღმართეს. პრორუსული მეამბოხეების განცხადებით, მარიუპოლისთვის ბრძოლაში ხუთი სეპარატისტი დაიღუპა.

ხუთშაბათს, სეპარატისტებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დონეცკში მათი ერთ-ერთი ლიდერი დენის პუშილინის მანქანის წინააღმდეგ აფეთქება მოაწყეს, რის შედეგადაც მისი დაცვის სამი თანამშრომელი დაშავდა. პუშილინი, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერია - აფეთქების დროს მანქანაში არ იმყოფებოდა.

ავაკოვმა მოსკოვი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ სასაზღვრო ზოლებში სახელმწიფო საზღვრარზე ჯავშანმანქანების, მათ შორის, ტანკების გატარებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG