ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება უკრაინაში - რა ვიცით ამ დრომდე


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა სულ უფრო იზრდება. აი, რა ვიცით ამ დროისთვის:

* დღეს, რუსეთმა განაცხადა, რომ "დიდი შეშფოთებით უყურებს" ამერიკის ნაბიჯს მაღალ სამხედრო მზაობაში ჰყავდეს 8,500 ჯარისკაცი, აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგებისთვის.

* ორშაბათს, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ევროპის წამყვან ლიდერებს ესაუბრა, რათა რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრა განეხილა. შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლურ ძალებს შორის "სრული" ერთიანობაა.

* პენტაგონმა განაცხადა, რომ 8,500 ამერიკელი ჯარისკაცი "მაღალ მზადყოფნაშია" იმ შემთხვევისთვის, თუ ნატოს ეს დასჭირდება.

 ვიხილავთ თუ არა ომს უკრაინაში?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:18:33 0:00

*ორშაბათს, ნატომ თქვა, რომ მისი წევრი ქვეყნები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებას და გემებს გზავნიან, უკრაინის საზღვარეზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციის საპასუხოდ.

* დასავლეთი რუსეთისგან მოითხოვს, უკან გაიწვიოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან. რუსეთი კი აცხადებს, რომ ნატომ შეზღუდოს თავისი ოპერაციები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა ისიც, რომ დასავლეთმა სამუდამოდ უარი თქვას უკრაინის ნატოს წევრობაზე, რაც ამერიკისთვის მიუღებელია.

* ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახამად, რუსეთს 100,000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან, მათ შორის ბელარუსსა და ოკუპირებულ ყირიმში.

XS
SM
MD
LG