ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი მაკრონსა და მერკელთან კონსულტაციებს გამართავს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინელ კოლეგას ხვდებიან და კიევისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. რუსული ჯარები და სამხედრო ტექნიკა ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში გადაადგილდება.

მაკრონი ზელენსკის პარიზში უმასპინძლებს და ისინი გერმანიის კანცლერთან ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით ისუაბრებენ.

"უკრაინის სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშაა", - აცხადებს მაკრონის ადმინისტრაცია. "ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და დაძაბულობა შემცირდეს".

ზელენსკიმ თქვა, რომ პარიზში გამართული შეხვედრა ე.წ. ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებების სამზადისი იქნება. ამ ფორმატში საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები უკრაინულ და რუსულ მხარეს შორის მედიატორების ფუნქციის შესრულებას 2015 წლიდან ცდილობენ.

დასავლეთში იზრდება შეშფოთება, რომ გააქტიურებული გადაადგილება და სამხედრო ტექნიკის მოძრაობა შესაძლოა აგრესიული ქმედებების წინაპირობა იყოს. ამერიკა და ნატო აცხადებენ, რომ ეს 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო შეჯგუფებაა. ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ მიმდინარე კონფლიქტში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG