ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს ბრალდებები


ციხის საავადმყოფოში ჩატარებული ჩხრეკის დროს ციხის ზედამხედველებმა ორი დოზიმეტრის კონფისკაცია მოახდინეს

ციხეში მყოფი უკრაინის ოპოზიციის ლიდერი, იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ჩატარებული ჩხრეკის დროს ციხის ზედამხედველებმა ორი დოზიმეტრის კონფისკაცია მოახდინეს.

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა განცხადებაში დასძინა, რომ ამ ხელსაწყოებს ის რადიაციის დონის განსასაზღვრად იყენებდა. დოზიმეტრებმა რამდენჯერმე რადიაციის მაღალი დონე დააფიქსირეს. ის ამჯერად წელის ტკივილებით ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ტიმოშენკოს თქმით, ის აპირებდა მხარდამჭერებისთვის ხელსაწყოების გადაცემას, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო რადიოაქტიური გამოსხივების შესახებ. დოზიმეტრების წართმევასა და პალატაში რადიაციის დონის გაზრდაში ტიმოშენკომ პრეზიდენტი იანუკოვიჩი დაადანაშაულა.


XS
SM
MD
LG