ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ საბჭოთა პერიოდის ტანკებისთვის ჭურვების წარმოება დაიწყო


უკრაინის იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია აცხადებს, რომ საბჭოთა ეპოქის ტანკებისთვის, 125 მილიმიეტრიანი ჭურვების წარმოება დაიწყო. კომპანიამ ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა,

სახელწმიფო საკუთრებაში არსებული „Ukroboronprom“ - ის განცხადებით, ამუნიციის წარმოება უკრაინის გარეთ, ნატოს წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობით დაიწყო, თუმცა კომპანია ქვეყანას არ ასახელებს.

„125 მიილიმეტრიანი ჭურვების პირველი ნაკადი T-64, T-72 და T-80 ტიპის ტანკებისთვის, რომლებსაც უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები დამპყრობლების წინააღმდეგ იყენებს, უკვე ჩაბარებულია“, - ნათქვამია კომპანიის მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჭურვები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დამზადდა. „უკრობორონპრომის“ თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამუნიცია საზღვარგარეთ დამზადდა, წარმოებაში უკრაინული პერსონალი მონაწილეობდა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გადაცემული დასავლური წარმოების ტანკების გამოყენებას უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე მალე შეძლებენ, მოკლევადიან პერიოდში, კიევის სატანკო არსენალის უდიდეს ნაწილს მაინც საბჭოთა პერიოდში წარმოებული ტანკები შეადგენს.

„უკრობორონპრომის“ განცხადებით, ეს უკვე მეორე ტიპის საბრძოლო მასალაა, რომლის წარმოებაც ნატოს წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობით დაიწყო. 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების ნატოს წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობით წარმოების დაწყების შესახებ, კომპანიამ თებერვალში განაცხადა. „უკრობორონპრომს“ არც მაშინ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყანა ეხმარება კიევს საბრძოლო მასალის წარმოებაში.

XS
SM
MD
LG