ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ეროვნული სიმბოლო შესაძლოა განახლდეს


პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბლესთვის, უკრაინის ეროვნული სიმბოლოს ცვლილების შესახებ პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს.

ახალი სიმბოლოს სამუშაო, შეთავაზებული ვერსია.
ახალი სიმბოლოს სამუშაო, შეთავაზებული ვერსია.

29 ივნისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიმბოლოს განახლების შესახებ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოს დაჩქარებული წესით წარუდგენს. თუ კანონმდებლები პროექტს დაამტკიცებენ, ქვეყანას უფრო კომპლექსური სიმბოლო ექნება, ვიდრე ამჟამინდელია - ყვითელი ფერის სამკუთხედი (ტრიდენტი), ლურჯ ფონზე.

ზელენსკის მიერ შეთავაზებულმა დიზაინმა, გასულ წელს კონკურსი მოიგო, რომლის კომისიაშიც ამჟამინდელი სიმბოლოს შემქმნელიც შედიოდა. ახალი დიზაინი კონსტიტუციიაა განსაზღვრულ და რამდენიმე მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მასში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

სამუშაო კომისია
სამუშაო კომისია

28 ივნისს, დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ზელენსკიმ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკთხის ირგვლივ წლების განმავლობაში განსხვავებული მოსაზრებები ისმის, იმართება მსჯელობა, დავა და ჩხუბიც კი.

„ვფიქრობ, ეს ნორმალურია, ეს არის დემოკრატია. ვფიქრობ, დამოუკიდებლობის 30-ე იუბილეზე და უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 25-ე წელს, ამ საკითხს წერტილი უნდა დავუსვათ“ - აცხადებს ზელენსკი.

ამჟამინდელი სიმბოლო, მეათე საუკუნით დათარიღებულ არტეფაქტზე
ამჟამინდელი სიმბოლო, მეათე საუკუნით დათარიღებულ არტეფაქტზე

არსებული სიმბოლოს ზუსტი მნიშვნელობა ბუნდოვანია, მაგრამ ის ისტორიულ წყაროებში პირველად 1000 წლის წინ, კიევის რუსეთის მმართველის, ვოლოდომირ დიდის დროს ჩნდება.

უკრაინის საზღვაო ძალების დროშა, რომელიც 1918 წელს დამზადდა.
უკრაინის საზღვაო ძალების დროშა, რომელიც 1918 წელს დამზადდა.

ამჟამინდელი სიმბოლო, დამოუკიდებელი უკრაინის ხანმოკლე „ხალხის რესპუბლიკის“ სიმბოლოდ იქცა, 1917-20 წლებში, ვიდრე ბოლშევიკები მას საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად აქცევდნენ.

მსვლელობა კიევში, 1992 წელი
მსვლელობა კიევში, 1992 წელი

მეორე მსოფლიო ომის დროს, სიმბოლო კვლავ გამოჩნდა ნაცისტებთან დაკავშირებული იმ ნაციონალისტური ორგანიზაციების ჰერალდიკაში, რომლებიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა. მათ შორის ე.წ. დამხმარე პოლიცია.

საზღვაო ბაზა სევასტოპოლში, 1993 წელი.
საზღვაო ბაზა სევასტოპოლში, 1993 წელი.

1991 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საბჭოთა სიმბოლიკა, ამჟამინდელი სიმბოლოთი შეიცვალა. მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, „უფრო დიდ“ და დახვეწილ სიმბოლოზე შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

კიევი, 2014 წელი - სახელმწიფო სიმბოლო ქალაქის საახალწლო მორთულობაში.
კიევი, 2014 წელი - სახელმწიფო სიმბოლო ქალაქის საახალწლო მორთულობაში.

უკრაინელთა ნაწილს მიაჩნია, რომ სამი ათწლეულის შემდეგ, სიმბოლოს შეცვლის შესახებ კონსტიტუციის მოთხოვნა უგულვებელყოფილი უნდა იყოს.

„ტრიდენტი პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ორგინალური ემბლემაა. რატომ ვართულებთ მას, როდესაც შეგვიძლია მისი მარტივი, ნათელი მინიმალიზმი შევინარჩუნოთ?“ - აცხადებს "რადიო თავისუფლების" უკრაინულ სამსახურთან საუბრისას ისტორიკოსი ალექსანდრე ციჩენკო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG