ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის თქმით, რუსული ჯარი "სტარლინკის" კონტრაბანდულ ინტერნეტ ტერმინალებს იყენებს


რუსული ძალები უკრაინის ფრონტზე "სტარლინკის" სატელიტურ ტერმინალებს იყენებენ, რომლებსაც ისინი მესამე ქვეყნებიდან იღებენ, - განუცხადა უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს პრესსპიკერმა ორშაბათს ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“. მას არ განუმარტია თუ საიდან მოიპოვა უკრაინულმა მხარემ ეს ინფორმაცია.

ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა თავიდან აიცილონ რუსული ძალების მიერ ილონ მასკის "სპეისექსის" მიერ წარმოებული მაღალსიჩქარიანი სატელიტური ინტერნეტ ტერმინალების გამოყენება, უკრაინის ფრონტზე თავდასხმების კოორდინირებისთვის.

„ეს მესამე ქვეყნებიდან კონტრაბანდაა“, - თქვა იუსოვმა კითხვაზე, თუ საიდან მიიღო რუსულმა ჯარმა ეს მოწყობილობები. მისი თქმით, მისი გამოყენება ფრონტის წინა ხაზზე გაიზარდა.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა უკრაინა რუსეთის მიერ ტერმინალების გამოყენების აღკვეთას, იუსოვმა უპასუხა: „დიახ, სამუშაოები მიმდინარეობს“.

კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტერმინალები რუსეთში გამოსაყენებლად არაა სერტიფიცირებული და არც ოფიციალურადაა მიწოდებული. მათი თქმით, შესაბამისად, რუსული მხარე მას არ იყენებს.

სტარლინკი ამბობს, რომ ის არ ეწევა რაიმე სახის ბიზნესს რუსეთის მთავრობასთან ან სამხედროებთან. კომპანიამ 8 თებერვალს, განაცხადა რომ მისი ტერმინალები არაა აქტიური რუსეთში და რომ "სპეისექსს" არასოდეს გაუყიდია და მიუწოდებია ეს სერვისი რუსეთისთვის.

"სტარლინკის" ტერმინალები, რომლებიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტ კავშირს უზრუნველყოფს, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება, რუსეთის 2022 წლის თებერვლის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიევისთვის ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის.

XS
SM
MD
LG