ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად წარდგენას თბილისი აკრიტიკებს


საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნას საქართველოს მხარის მხრიდან შეფასებები მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება".

მისი თქმით, სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში საქართვეელოს მხარე ელჩს „კონსულტაციებისთვის გამოიწვევს“

„სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცეპრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა გახარიამ.

განცხადება, უკრაინულ მედიასთან, გააკეთა უკრაინაში საართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაძენიძემ. მისი თქმით ეს გადავეტილება ქართული მხარის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი.

„თქვენ იცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიხეილ სააკაშვილი მიჩნეულია დამნაშავედ და მასზე გამოცხადებულია ძებნა... სააკაშვილის დანიშვნა, დიდი ალბათობით, თბილისის მიერ აღქმული იქნება, როგორც არამეგობრული და მიუღებელი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინისათვის“ მიცემულ კომენტარში.

ელჩმა შარაშენიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ ამის შესახებ უკრაინას აცნობა. უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი მმართველი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ წევრებს შეხვდა, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განსახილველად.

ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა რადა სააკაშვილის დანიშვნას ხმას. უკრაინული გამოცემები აცხადებენ, რომ მმართველ პარტიაში მისი კანდიდატურის გარშემო უთანხმოებაა. ექს-პრეზიდენტმა, პარტიის წევრებს საკუთარი ხედვა დღეს წარუდგინა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის მოელოდა მის კანდიდატურას რადა დღეს განიხილავდა, თუმცა იმედები გაუცრუვდა. მან აღნიშნა, რომ ჯერა „პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერის“ და რომ უკრაინის პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს 30 აპრილს უყრის.

სააკაშვილმა 22 აპრილს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების წარმართვა შესთავაზა.

“ჩემთვის დიდი პატივია მივიღო პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზეელენსკის შემოთავავაზება დავიკავო პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადება დაადასტურა ასევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

„მიხეილ სააკაშვილს კარგად იცნობენ საქართაშორისო არენაზე და მან უკვე აჩვენა რეფორმეების იმპლემენტაციის წარმატებული გამოცდილება. პრეზიდენტ ზელენსკის სჯერა, რომ სააკაშვილს აქვს პოტენციალი დაეხმაროს უკრაინის მთავრობას“, - ნათქვამი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის 28 მაისს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოს ბრძანება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გააუქმა.

2015-2016 წლებში სააკაშვილს ოდესის ოლქის მმართველის პოზიცია ეკავა. თანამდებობის დატოვების შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მაშინდელ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG