ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დღეს გაერო პენსიაზე გასულ სუპერგმირს ჰგავს" - ზელენსკი


ვოლოდომირ ზელენსკი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდებს, მეტი გააკეთოს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომის საპასუხოდ. უკრაინის პრეზიდენტი გაეროს აკრიტიკებს და "გაღვიძებისკენ" მოუწოდებს.

"დღეს გაერო პენსიაზე გასულ სუპერგმირს ჰგავს, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო. ის საკუთარ თავს აღიქვამს ტვირთად, სუსტ, მსხვრევად, უსარგებლო მოხუც კაცად, რომლის ცხოვრებასაც აზრი არ ჰქონდა" - თქვა ზელენსკიმ.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ მწვავე განცხადებები გააკეთა რუსეთის მიმართ და მოსკოვი გააკრიტიკა, როგორც უკრაინის აღმოსავლეთში ომის ხელშეწყობისთვის, ისე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისთვის 2014 წლის მარტში, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

მოსკოვმა კიდევ უფრო ინტენსიური გახადა ძალისხმევა რუსეთის პასპორტების დასარიგებლად აღმოსავლეთ უკრაინის იმ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, რომლებსაც აკონტროლებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. რუსეთში ახლახან ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ, რუსეთის პასპორტების მფლობელებს ხმის მიცემის უფლებაც ჰქონდათ.

"არ არის ეს საერთაშორისო დანაშაულის მტკიცებულება? არ არის ეს დაუსჯელეობისა და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის მტკიცებულება? უფრო მეტიც, ამას თავად რუსეთი ოფიციალურად აცხადებს. ის აიძულებს ჩვენს, უკრაინის მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში" - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბელის წინაშე სიტყვით 22 სექტემბერს გამოვიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG