ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კულება აშშ-ს გრძელი რადიუსის სარაკეტო სისტემებს კიდევ ერთხელ სთხოვს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, ის ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და ვაშინგტონს კიევისთვის, გრძელი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემების (ATACMS) გადაცემა კიდევ ერთხელ სთხოვა.

"სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას მე განვიხილე სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ გაფართოვდეს გლობალური მხარდაჭერა "სამშვიდობო ფორმულის" მიმართ და მარცვლეულის ექსპორტის გასაფართოებლად გამოსავლის საპოვნელად", - დაწერა დმიტრო კულებამ სოციალური მედიის პლატფორმა "იქსზე", რომელიც აქამდე "ტვიტერის" სახელით იყო ცნობილი.

"მე მადლობა გადავუხადე ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა დახმარებისთვის, რაც გაგვიწიეს და ხაზი გავუსვი უკრაინისთვის "ატაკამსების" საჭიროებას", - განმარტავს პირველი დიპლომატი.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 8 აგვისტოს გააკეთებს განცხადებას, უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ახალი სამხედრო დახმარების თაობაზე. ეს იქნება პირველი დახმარება, აღწერის შემდეგ შეიარაღების შეფასებაში აღმოჩენილი, შეცდომით მითითებული თანხიდან, რომელიც დაახლოებით 6.2-მილიარდ დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG