უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა აღმოსავლეთის ფრონტზე დამატებითი ტერიტორია დაიკავეს და რუსული ძალების წინააღმდეგ სამხრეთშიც წინ წაიწიეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ კიევის ძალებმა გასულ კვირაში დაიბრუნეს ორი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ბახმუტის გარშემო, რომელიც მაისში რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსულმა ჯარებმა დაიკავეს.
კიევის ძალებმა ასევე დაიბრუნეს ორი სოფელი ქალაქის სამხრეთ ფლანგზე, ანდრიივკა და კლიშჩიივკა, თქვა მალიარმა.
ორივე ქალაქი სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობს და ქალაქზე კონტროლის დაბრუნების საქმეში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ.
კიევმა კონტრშეტევის დაწყებიდან 51 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს ბახმუტთან, თქვა მალიარმა.
დონეცკის რეგიონის უფრო სამხრეთით, უკრაინის ჯარებმა განაგრძეს რუსული შეტევის შეკავება ქალაქების ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით, თქვა მალიარმა.
უკრაინული ჯარი ცდილობს სამხრეთით აზოვის ზღვისკენ წინსვლას. კიევის ინფორმაციით, გასულ კვირაში, ამ მიმართულებით მათ 5,2 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.
მთლიანობაში, სამხრეთში უკრაინამ 260 კვადრატული კილომეტრზე მეტი დაიბრუნა, თქვა მალიარმა.
სააგენტო „როიტერმა“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ვერ შეძლო ამ ინფორმაციის გადამოწმება და რუსეთი არ ადასტურებს უკრაინის წინსვლას.
Facebook Forum