ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში კოვიდ შემთხვევების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა


უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი 70,000-ს სცდება. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში ვაქცინებისადმი სკეპტიციზმისა და დეზინფორმაციის გამო, კოვიდ პანდემია სულ უფრო იკრებს ძალას.

სამინისტროში ამბობენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, დღიური რეკორდული მაჩვენებელი, 27,377 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 29 ოქტომბერს დაფიქსირდა და მაშინ ეს მონაცემი 26,870-ს შეადგენდა.

40 მილიონიან ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 699 შემთხვევა დაფიქსირდა.

ანტივაქსერული მოძრაობისა და დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, უკრაინის ხელისუფლებამ მკაცრი რეგულაციები შემოიღო, რასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ კიევში, 3 ნოემბრის მონაცემებით, 1,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, იქ მაინც გაიმართა საპროტესტო აქცია შემდეგი ლოზუნგებით- "არა ვაქცინაციას", "უთხარი არა კოვიდ პასპორტებს", "უთხარი უარი კოვიდ გენოციდს".

ახლანდელი მონაცემებით, უკრაინის მოსახლეობის 17%-ია სრულად აცრილი. ქვეყანაში 4 ვაქცინაა ხელმისაწვდომი, ესენია: ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა და სინოვაკი.

თუმცა, უკრაინელების ნაწილს, აცრის მაგივრად, აცრის შესახებ ყალბი ცნობების გაკეთება ურჩევნია. უკრაინის პოლიციამ, ამასთან დაკავშირებით, ასობით საქმე აღძრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG