ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ნომინირებულ ვოლოდიმირ გროისმანს პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭი უყარა და მისი კანდიდატურა დაამტკიცა. კენჭისყრამდე პარლამენტმა არსენი იაცენიუკის თანმდებობიდან გადადგომის განცხადება დაამტკიცა.

გროისმანი პოროშენკოს მოკავშირეა და დღემდე პარლამენტის სპიკერი იყო.

41 წლის იაცენიუკმა კვირას განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდიოდა ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების დასასრულებლად.

იაცენიუკის მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა, თუმცა მმართველი კოალიცია ორმა პარტიამ დატოვა.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ გროისმანის პრემიერ-მინისტრად დანიშნვა ძალაუფლების კონსოლიდაციას პეტრო პოროშენკოსა და მის პოლიტიკურ წრეებში მოახდენს.

XS
SM
MD
LG