ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის" კანონპროექტი მიიღო


უკრაინის დროშა ქვეყნის პარლამენტის შენობის გუმბათზე

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ოლიგარქების გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად. კანონი, რომელიც „ოლიგარქების კანონის“ სახელითაა ცნობილი, უკრაინის პარლამენტმა 23 სექტემბერს მიიღო მეორე და საბოლოო მოსმენით.

ახლა, კანონპროექტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს ხელი, სანამ ის ძალაში შევა. კანონი ითვალისწინებს ოლიგარქის იურიდიული განმარტების შემოღებას, ოლიგარქების სიის შექმნას და მათ მოქმედებებზე შეზღუდვების დაწესებას. ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. კანონის ამოქმედების შემდეგ, ოლიგარქების სიაში შესულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ.

აშშ დიდი ხანია მოუწოდებს უკრაინას ზომები მიიღოს ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც სცენის მიღმა რჩებიან, მაგრამ უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენით სარგებლობენ.

კანონის კრიტიკოსთა თქმით, დაგეგმილი კანონმდებლობა შეიცავს სუბიექტური კრიტერიუმებით დევნის საფრთხეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG