ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰრიშენკო: უკრაინა აუქმებს ნატოში გაწევრიანების გეგმას


ჰრიშენკო: უკრაინა აუქმებს ნატოში გაწევრიანების გეგმას
ჰრიშენკო: უკრაინა აუქმებს ნატოში გაწევრიანების გეგმას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება ხუთშაბათს გააკეთა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატოში წევრობისკენ აღარ გადადგამს ნაბიჯებს.

კოსტანტინ ჰრიშენკომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ კიევი, იმავდროულად გააგრძელებს სამხედრო ალიანსთან ურთიერთობებს, თუმცა გაწევრიანების საკითხს აღარ განიხილავს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინელთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს ნატოში გაერთიანებას, რასაც მისი განცხადებით გამანადგურებელი ეფექტი ექნებოდა მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატოში გაწევრიანება ადმინისტრაციის პრიორიტეტად გამოაცხადა მისი პრეზიდენტობის პერიოდში.

XS
SM
MD
LG