ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი საპირისპირო რეზოლუცია უკრაინაში ჯანდაცვის საგანგებო ვითარების გამოცხადებაზე


ბახმუტი, აღმოსავლეთ უკრაინა. 24 მაისი, 2022 წ.
ბახმუტი, აღმოსავლეთ უკრაინა. 24 მაისი, 2022 წ.

ხუთშაბათს, ჟენევაში მიმდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე წამოყენებულ იქნა ინიციატივა, უკრაინაში ჯანდაცვის საგანგებო ვითარების გამოცხადებასთან დაკავშირებით, რაც რუსეთის თავდასხმით არის განპირობებული. მოსკოვმა პასუხად სასწრაფოდ წამოაყენა ანალოგიური რეზოლუცია, ოღონდ რუსეთის როლი მასში ნახსენები არ არის.

ჯანმოს რეზოლუციას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, 40-ზე მეტი სახელმწიფო უჭერს მხარს. ის ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის ქმედებებს, თუმცა ამ ეტაპზე არ ითხოვს მისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას. რუსეთის რეზოლუციას კი მხარს სირია უჭერს.

ორივე რეზოლუცია გამოხატავს "უკიდურეს შეშფოთებას ჯანდაცვის არსებულ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით როგორც უკრაინაში, ისე მის ფარგლებს გარეთ". დასავლეთის ინიციატივა დასძენს, რომ სიტუაცია "გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ".

"აღმაშფოთებელია საომარი ქმედებები უკრაინაში, რაც ძირს უთხრის ყველას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ძირს უთხრის ჯანმოს მისიას" - განაცხადა ადამ ნიძიენსკიმ. ის პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრია, რომელიც რეზოლუციის ორიგინალური ვერსიის მხარდამჭერთა შორისაა. "ჩემი აზრით, ორგანიზაცია მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით ჩუმად ვერ დარჩება" - თქვა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კენჭს ორივე რეზოლუციას უყრის. დამტკიცების შემთხვევაში, დასავლეთის ინიციატივა ძლიერი გზავნილი იქნება, რომლის მსგავსის მიღება გაეროს ჯანდაცვის საერთაშორისო უწყებაში საკმაოდ იშვიათად ხდება. ასამბლეაზე ხდება ჯანმოს მთავარი გადაწყვეტილებების მიღება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG