ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ვიქტორ იანუკივჩთან შეხვედრა გადადო


ევროკავშირმა ვიქტორ იანუკივჩთან შეხვედრა გადადო
ევროკავშირმა ვიქტორ იანუკივჩთან შეხვედრა გადადო

ევროკავშირმა უკრაინის პრეზიდენტ -ვიქტორ იანუკივჩთან- შეხვედრა ტიმოშენკოს საქმის გამო დროებით გადადო.

ოფიციალური შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ -ჟოზე მანუელ ბაროსოსთან- და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ -ჰერმან ვან რომპოისთან- ხუთშაბათს იყო დაგეგმილი.

საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის, კეტრინ ეშტონის, სპიკერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, შეხვედრა მხოლოდ ურთიერთგაგების პირობებში განახლდება.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის მზად იყო მათთან შესახვედრად, მაგრამ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ხვეწნას არავის დაუწყებს“. შეხვედრის გადადების თაობაზე პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა იმ დღეს შეიტყო, როცა ის რუსეთის ლიდერს, დმიტრი მედვედევს, უკრაინულ ქალაქ დონეცკში ხვდებოდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ ტიმოშენკოს სასამართლო უკრაინის საშინაო საქმეა.

ანალიტიკოსების აზრით ევროკავშირთან დაძაბულობა ოფიციალურ კიევს რუსეთისკენ კიდევ უფრო მეტად უბიძგებს.

XS
SM
MD
LG