ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ნაადრევი საპარლამენტო არჩვენები დანიშნა


უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ნაადრევი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისისთვის დანიშნა. მანამდე კი საკანონმდებლო ორგანო დაითხოვა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი განკარგულება სამშაბათს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

არჩევნები ზელენსკის პარტიას, „ხალხის მსახურს“, საშუალებას მისცემს მოიპოვოს ადგილები პარლამენტში, სადაც ახლა უმრავლესობა წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მომხრეებს უკავიათ.

41 წლის ახალბედა პოლიტიკოსმა მაისში დაამარცხა პოროშენკო. უკრაინის ახალი პრეზიდენტი კომედიანტია, ვისი ერთადერთი პოლიტიკური გამოცდილებაც, წარსულში პრეზიდენტის როლის თამაშია.

მისი მთავარი პრიორიტეტია დაასრულოს 5-წლიანი ომი რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებთან და დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთსა და მასთან გაიგივებულ სამხედრო შენაერთებს აქვთ მიტაცებული. „ჩვენ არ დაგვიწყნია ეს ომი, მაგრამ ის ჩვენი დასასრულებელია“- განაცხადა ზელენსკიმ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ორშაბათს, კიევში.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის. თუმცა, კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი არ გეგმავს ზელენკისთან შეხვედრას და არც ინაუგურაციის დღეს აპირებდა მისთვის მილოცვას.

პესკოვმა დაამატა, რომ პუტინი ზელენსკის მხოლოდ მას შემდეგ მიულოცავს, რაც „პირველ წარმატებას“ მიაღწევს და ომის პრობლემას გადაჭრის. ომი უკრაინაში კი მან, როგორც „საშინაო პრობლემა“ ისე მოიხსენია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG