ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ფორუმზე უკრაინის და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


ხუთშაბათს, თურქეთის დედაქალაქში შავი ზღვის ქვეყნების დელეგაციათა შეხვედრაზე, უკრაინელმა დელეგატმა რუს დელეგატს სახეში მუშტი დაარტყა, მას შემდეგ რაც რუსმა მას უკრაინის დროშა ხელიდან გამოგლიჯა. უკრაინელ დელეგატებს დროშა, პროტესტის ნიშნად, რუსეთის დელეგაციის წამყვანი წევრის უკან, ვიდეო ინტერვიუს დროს ჰქონდათ გაშლილი.

დაპირისპირების ვიდეო ოლესანდრ მარიკოვსკიმ "ფეისბუქზე", თავის გვერდზე გამოაქვეყნა. ინციდენტი პარლამენტის შენობის დერეფანში მოხდა, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ასამბლეა იმართებოდა.

ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე უკრაინელი დელეგატი დაცვას დაუპირისპირდა, რომელიც მათ გაყვანას ცდილობდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინელმა დელეგატებმა შეძახილებით და უკრაინის დროშებით, პროტესტის გამოხატვა სცადეს, როცა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა.

არეულობის ამსახველი სურათები თურქეთის პარლამენტმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსტაფა სენტოპმა მომხდარი დაგმო.

„მე ვგმობ ამ ქცევას, რომელიც არღვევს იმ მშვიდობიან გარემოს, რომლის დამყარებასაც თურქეთი ცდილობს“, - განაცხადა მან.

მაშინ როცა, შავი ზღვის 13 ქვეყნის წარმომადგენლები ხუთშაბათს ხვდებოდნენ, რუსული უპილოტო თვითმფრინავები აგრძელებდნენ შეტევას კიევზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG