ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდის მიზნით საკონსტიტუციო რეფორმების გატარების მოთხოვნით გამოვიდა.
დღეს გაკეთებულ განცხადებაში, იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ პრეზინდეტის ფუნქციას უმთავრესი რეფორმების კონტროლსა და გატარებაში ხედავს, მისი აზრით ქვეყნის სტრატეგიულ კურსს სწორედ პრეზინდენტი უნდა განსაზღვრავდეს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციის ფუნდამენტურ განახლებას მოითხოვს.
იანუკოვიჩმა აღნიშნული განცხადებები დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნისას გააკეთა.