ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. ამერიკულმა, რუსულმა, ფრანგულმა და გერმანულმა მხარეებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს. აღნიშნული წინადადება 22 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა განიხილეს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ბავშვებისთვის სკოლაში წასვლის საშულების მიცემაა. ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ამ წინადადებას მხარს უჭერს.

„ეს ძალიან კარგი იდეაა, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მას და იმედი გვაქვს, რომ მხარეები შეასრულებენ ამ მოთხოვნას“.

ვოლკერმა ასევე პირველი განცხადება გააკეთა კრემლის წარმომადგენელ ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მათ განიხილეს „ახალი იდეები“ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.

„მე ვფიქრობ იმაზე ვთანხმდებით, რომ სტატუს კვო არავისთვის კარგი არაა“, - განაცხადა მან.

ვოლკერთან ერთად უკრაინას დღეს ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ესტუმრება. კურტ ვოლკერი, უკრაინის საგარეო მინისტრს, პავლო კლიმკინს შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG