ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი არ ირჩევს მხარეს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში - ჩავუშოღლუ


უკრაინის, ლიეტვუის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გმობენ აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციას და მოუწოდებენ მოსკოვს, შეამციროს რეგიონში დაძაბულობა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, აუცილებელია რუსეთმა დაინახოს, რომ დონბასის რეგიონში ვითარების ესკალაციას, მისთვის „ძალიან მტკივნეული“ შედეგები მოჰყვება.

„დღეს, ოთხივე ჩვენგანს მტკიცედ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ სიტუაციის გამწვავებას, მოსკოვის ქმედებებსა და განცხადებებს, რომელიც დაძაბულობის გამწვავებას ისახავს მიზნად. მსოფლიო უკრაინისა და საერთაშორისო სამართლის მხარეზეა და ეს რუსეთის უგუნური მოქმედებების შეკავების ერთ-ერთი ელემენტია“ - აცხადებს კულება.

შეერთებულმა შტატებმა და ნატოს მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ქმედებების გამო. ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრინის საზღვრიდან, რათა რეგიონში ვითარების დეესკალაცია მოხდეს.

ნატოს წევრი თურქეთი კი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, არ ირჩევს მხარეს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში და საკითხის დიპლომატიურ გადაჭრას უჭერს მხარს.

„ჩვენ ორივე ქვეყანას მსგავსად მოვუწოდებთ, პრობლემები მშვიდობიანად გადაწყდეს. ჩვენ არ ვირჩევთ მხარეებს ქვეყნებს შორის. ჩვენი პოზიცია მკაფიოა - დაბალანსებული და კონსტრუქციული“ - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG