ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში მომიტინგებმა სამთავრობო შენობის შესასვლელი გადაკეტეს


გუშინ 100 ათასზე მეტი დემონსტრანტი პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვდა

უკრაინაში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება, რომლებიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაზე უარის თქმის შემდეგ დაიწყო.

ასობით მომიტინგემ კიევში მთავარი სამთავრობო შენობის შესასვლელი გადაკეტა. გუშინ კი, 100 ათასზე მეტი დემონსტრანტი პრეზიდენტი იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვდა.

დემონსტრაციები ყოველდღიურად იზრდება და გამომდინარე იქიდან, რომ მომიტინგეებმა კიევის ცენტრალურ მოედანზე კარვები დადგეს, ისინი დაშლას ჯერ არ აპირებენ. ვალერი დენიელკო ერთ-ერთი მათგანია. მისი თქმით: ჩვენ აქ მოვედით და აქ დავრჩებით ვიდრე კაბინეტი არ გადადგება. ვიცით, რომ ხელისუფლება ბოლომდე შეგვებრძოლება, მაგრამ ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ.
XS
SM
MD
LG