ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პარლამენტი: მთავრობა თვალს ხუჭავს რუსეთის კორუფციულ აქტივობაზე


ბრიტანეთში გამოქვეყნებული ანგარიში ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობა თვალს ხუჭავს რუსეთს კორუფციულ ქმედებებზე ლონდონში. ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ მიუხედავად მკაცრი განცხადებებისა, რომლებიც ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის ნერვული აგენტით მოწამვლას მოჰყვა, ვლადიმირ პუტინი და მისი მოკავშირეები შეფერხების გარეშე განაგრძობენ საქმიანობას ბრიტანეტში.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ეს კრემლს აგრესიული საგარეო პოლიტიკის დაფინანსებაში ეხმარება.

„კრემლთან დაკავშირებული პირების მიერ ლონდონის კორუფციული დივიდენდების ბაზად გადაქცევა რუსეთის უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთოხებისთვის ნეგატიური შედეგები მოაქვს“, ნათქვამია ანგარიშში.

პარლამენტის კვლევა ყურადღებას უთმობს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრიტანულ იურიდიულ კომპანიას „ლინკლეითერი“ და მას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებულ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებს.

გუშინ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბრიტანეთი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელ რუს ოლიგარქს რომან აბრამოვიჩს ვიზას არ უხანგრძლივებს. აბრამოვიჩის ვიზას ვადა აპრილში გაუვიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG