ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა წითელი ჯგუფიდან ყველა ქვეყანა ამოიღო 


დიდ ბრიტანეთში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა. გადაწყვეტილება იმ 11 ქვეყანას ეხება, საიდანაც კოვიდ19-ის ახალი ვარიანტის ომიკრონის გამოჩენის შემდეგ მოგზაურობა აიკრძალა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წითელი ჯგუფიდან ქვეყნების ამოღების გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარებაა. მისი თქმით დიდ ბრიტანეთში ომიკრონის გადაცემა ახლა უკვე ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს და მთავარი წყაროები მოგზაურები აღარ არიან.

კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი ომიკრონი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ კონგში აღმოჩინეს, რის გამოც ლონდონმა მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რათა ახალი ვარიანტის გავრცელება შეენელებინა და სპეციალისტებისთვის დასკვნების გასაკეთებლად დრო მიეცა.

ამის გამო, 11 ქვეყნიდან მოგზაურობა შეიზღუდა, ამ ქვეყნებიდან დიდ ბრიტანეთში მხოლოდ მოქალაქეები შედიოდნენ და მათაც მკაცრი კარანტინის გავლა უწევდათ.

ახალი გადაწყვეტილებით, მოგზაურებს ანგოლიდან, ბოტსვანიდან, ლესოტოდან, მალავიდან, მოზამბიკიდან, ნამიბიიდან, ნიგერიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ზამბიიდან და ზიმბაბვედან შეზღუდვები აღარ შეეხებათ.

„ახლა გაერთიანებულ სამეფოში და მთელს მსოფლიოში ომიკრონის გავრცელება ისეთ ეტაპზეა, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან შეზღუდვების ძალაში დატოვება ნაკლებ შედეგს იძლევა,“- განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG